გერმანიაში გარდაცვლილი დავით მარდიანის მამა გამოძიებას ითხოვსს

24.04.2015 01:03

ხუთი წლის წინ გერმანიაში გარდაცვლილი დავით მარდიანის მამა ითხოვს გამოიძიონ მისი შვილის გრდაცვალების (ოფიციალური ვერსიით თვითმკვლელობის) გარემოება. საპროტესტო აქცია გერმანიის საელჩოსთან. 5 წლის წინ გერმანიაში გარდაცვლილი დავით მარდიანის მამა საგამოძიებო უწყებას მიმართავს. როგორც იური მარდიანმა განაცხადა, მას ეჭვი აქვს, რომ მისი შვილი შავი ტრანსპლანტალოგიის მსხვერპლია. გარდაცვლილის მამის განცხადებით, ჰამბურგის ციხეში მისი შვილის გარდაცვალების მიზეზად დასახელებულია თვითმკვლელობა, თუმცა, როგორც დავით მარდიანის მამა აცხადებს, გადმოსვენების შემდეგ ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ გარდაცვლილს სხვადსახვა ორგანოები ჰქონდა ამოცლილი. გარდაცვლილის მამა მიმართავს როგორც გერმანიის, ასევე საქართველოს საგამოძიებო უწყებებს, მოახდინონ მისი შვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება და დადონ რეალური შედეგი. პირველი არხი ,,საიინფორმაციო" ვიდეოს განტავსების მისამართი    • ხუთი წლის წინ გერმანიაში გარდაცვლილი ...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო