ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური შედეგები წარადგინა.
კვლევამ 37 სამაუწყებლო, ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალება მოიცვა.
რვა ტელეკომპანიის მონიტორინგი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ჩაატარა. ანგარიშში მითითებულია, რომ ტელეარხების უმეტესობაზე არ გამართულა საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები, გამონაკლისია მხოლოდ პირველი არხი და აჭარის ტელევიზია.
პირველი არხის შემთხვევაში მონიტორები აკვირდებოდნენ მხოლოდ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას და გადაცემას „ახალი კვირა“. როგორც ანგარიშში წერია, „მოამბეში“ ყველაზე მეტი დრო მთავრობას დაეთმო. ყველაზე დადებითად ადგილობრივი ხელისუფლება გაშუქდა, ყველაზე უარყოფითად კი „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოჩინდა, რადგან მისთვის დათმობილი დროის 23% ნეგატიური იყო.
25-ვე საპრეზიდენტო კანდიდატისთვის „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში პირდაპირი ეთერის დათმობა და მათი აქტივობების გაშუქება, კვლევის ავტორებმა შეაფასეს როგორც ფორმალობა და მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით გაშუქება.
მედიამონიტორინგის შედეგებს გამოეხმაურა პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი. გიორგი გვიმრაძის თქმით, შუალედური ანგარიში არასერიოზულია და არაპროფესიონალურ დონეზეა შესრულებული.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.