ორი ქვითარი „თელმიკოსა“ და „ჯივიპის“ მომხმარებლებს
01/04/2022
რატომ მოუწიათ მოქალაქეებს დენის და წყლის საფასურის ორჯერ გადახდა.
აბონენტებს „თელმიკომ“ და „ჯივიპიმ“ ქვითრები დეკემბერსა და იანვრის პირველ რიცხვებში ორჯერ გაუგზავნეს. ამან მოსახლეობის დაბნეულობა გამოიწვია. კომპანიებში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი სემეკ-ის დადგენილებაა, რომლის მიხედვით 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება. ანუ აბონენტები კომუნალური მომსახურების ქვითარს უკვე ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებენ.
ენერგოომბუდსმენის განმარტებით, ახალ სისტემაზე გადასვლა კომპანიებს ავალდებულებს დახურონ თვე, რის გამოც ქვითრები ამჯერად 2-ჯერ გაიგზავნა. მისი თქმით, მომხმარებლების უფლებების დარღვევას ადგილი არ აქვს და არც ერთი თეთრით მეტის გადახდა მათ არ უწევთ. საკითხზე სემეკ-ი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სემეკ-ი მოუწოდებს მოქალაქეებს, დარიცხვებთან დაკავშირებით პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, მომართონ კომისიას შესაბამისი განცხადებით, რათა სემეკ-ის მიერ ყველა საკითხის შესწავლა მოხდეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.