ცეკვის თეატრი "მერკური" - ჩერქეზ მუჰაჯირთა ცეკვა

06/30/2013
GeoMartial-ის მიერ

http://www.ReflictNetwork.com/apply?r... Dance Theatre Mercury (Karachay--Cherkess Republic) - Circassian Muhajirs Dance
მუჰაჯირები (არაბ: „გადასახლებული, ემიგრანტები\")

მუჰაჯირობა, კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის ძირითადად იძულებითი გადასახლება ოსმალეთის იმპერიაში XIX საუკუნეში. მუჰაჯირობა დაიწყო ოსმალეთის ბატონობის დამყარებიდან კავკასიაში და დროგამოშვებით I მსოფლიო ომამდე გაგრძელდა. დაკავშირებული იყო კავკასიის ომებთან, საგლეხო რეფორმების დაწყებასთან და რუსეთ-ოსმალეთის 1877—1878 ომთან. მუჰაჯირობამ მოიცვა აბაზები, აბაძეხები, ბჟედუღები, ყუბანისპირელი ნოღაელები, ჩერქეზები, უბიხები, ჩაჩნები, ყარაჩაელები, ყაბარდოელები, ოსები, აფხაზები და სამხრეთ საქართველოში მცხოვრები მაჰმადიანი ქართველები. ოსმალეთი ცდილობდა მუჰაჯირების დასახლებას იმპერიის დაუსახლებელ ადგილებში, აგრეთვე რუსეთ-ოსმალეთის საზღვარზე. რუსეთს სურდა მთიელთა ოსმალეთში გადასახლებით მიეღწია პოლიტიკური სიმშვიდისათვის ამ მხარეში, განთავისუფლებული მიწები გამოეყენებინა ფართო კოლონიზაციისათვის, ესარგებლა მხარის ხელსაყრელი სამხრედრო-სტრატეგიული მდგომარეობით.