ანსამბლი "ლომისი" - სალაღობო

01/21/2011
GeoMartial-ის მიერ

http://www.ReflictNetwork.com/apply?r... ახალგორის ფოლკლორული ანსამბლი \"ლომისი\" ქსნის ხეობა განეკუთვნება აღმოსავლეთ საქართველოს მთიან ნაწილს, ანუ მისი სოფლები განლაგებულია ლომის--ალევის ქედზე, აქვე ჩამოედინება მდინარე ქსანი.

მდინარის სახელწოდებიდან გამომდინარე ამ კუთხეს ქსნის ხეობა ეწოდა. აქაურებს კუთხურად მთიულებს უწოდებენ. ქსნის ხეობიოს მთავარი სალოცავია „ლომისა\". ლომისის წმინდა გიორგის სალოცავიდან გამომდინარე ანსამბლს დაერქვა „ლომისი\", რომელიც ჩამოყალიბდა 1994 წელს. მისი პირველი ხელმძღვანელი იყო შალვა ილურიძე, ხოლო 2000 წლიდან დღემდე ანსამბლის ხელმძღვანელია ნუგზარ ფსუტური. ანსამბლი შედგება რვა მომღერლისაგან:

• ნუგზარ ფსუტური (ხელმძღვანელი -- სოლისტი)
• გია ფსუტური (სოლისტი)
• ვალერიან გეთენაშვილი (სოლისტი)
• ალექსანდრე ჯავახიშვილი (სოლისტი)
• გიორგი ეკალაძე (ბანი)
• ანზორ ზანგურაშვილი (ბანი)
• იმედა ილურიძე (ბარიტონი)
• გურამ გათენაშვილი (ბარიტონი)

ანსამბლის ძირითადი რეპერტუარი შედგება ქართლ--კახური და მთის სასიმღერო ფოლკლოლური ნაწარმოებებისაგან.

ანსამბლი მონაწილეობას იღებს საქართველოში ჩატარებულ ყველა დიდ ღონისძიებაში.

ანსამბლს აქვს ჩანაწერები საქ--ტელე--რადიოს ფონდში, რომელსაც სრულიად საქართველო ისმენს. ასევე საგასტროლო მიღწევები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.