ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადება
ლიეტუვის პრეზიდენტი უარყოფითად აფასებს საქართველოში ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტს. „ვიზიტთან დაკავშირებით, სამწუხაროდ იძულებული ვარ განვაცხადო, რომ ზიანი დადგა და შესაძლოა, დაზიანდა ჩვენი, როგორც შუამავლის იმიჯი საქართველოში“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ. მისი თქმით, ლიეტუვა მზად არის პარტნიორებთან ერთად, დაეხმაროს საქართველოს არსებული კრიზისის გადალახვაში და ამ მიზნით, ნებისმიერ დროს ეწვიოს ქვეყანას. აღნიშნული განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობაზე საუბრის ფარგლებში, ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე გააკეთა. ამის შესახებ დაწერა „ტვიტერზე“ კერსტი კალიულაიდიმაც. „აღმოსავლეთ პარტნიორობა არის საკითხი, რომლის წინაშეც ჩვენს ქვეყნებს მორალური ვალდებულებები აქვთ. განვიხილეთ ბელარუსის ხალხის მომავლის პერსპექტივები, ბოლო დროს საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები და რეფორმების პროცესი უკრაინაში“, - ნათქვამია განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლიეტუვის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის გამოსვლა რეიკიავიკის სამიტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლიეტუვას პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლიეტუვის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის ვიზიტი ლიეტუვაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster