სტუდენტებს დაფინანსების მისაღებად რეგისტრაციის ვადა გაუხანგრძლივდათ


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარასტრუქტურის სამინისტროში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრებმა განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები: მემცენარეობის, მესაქონლეობის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის, ბიზნესის ხელშეწყობისა და სხვა სფეროებში.

საუბარი შეეხო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა დამატებით დაფინანსებისათვის სპეციალური პროგრამის შემუშავებასაც. დღეის მდგომარეობით, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ბუფერული ზონებიდან სულ 379 განაცხადია დაფიქსირებული. აქედან, 236 ბაკალავრია, ხოლო 11-მაგისტრი. დარჩენილი 132 სტუდენტი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

სამთავრობო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს კიდევ ეძლევათ შესაძლებლობა, უახლოესი ათი დღის ვადაში განაცხადით მიმართონ ადგილობრივ ხელისუფლებას და, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიიღონ სწავლის დაფინანსება. განაცხადების მიღება 7 თებერვალს დასრულდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული http://www.mrdi.gov.ge/ge/news/press/...

ვიდეოები „ინფრასტრუქტურის სამინისტრო"-ისგან