„ბორჯომი ლიკანმა“ ტუროპერატორებს ახალი სტრატეგია გააცნო

04/26/2018

„რიქსოსის” გასვლის შემდეგ სასტუმრო მუშაობას ახალი სტრატეგიით განაგრძობს. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის\" ახალი მენეჯმენტი ტურისტების მოზიდვის მიზნით, ჩარჩოების გარეშე იმოქმედებს. სასტუმროს ახალი სტრატეგია „ბორჯომი ლიკანის“ მენეჯმენტმა კერძო ტუროპერატორებს გააცნო. მხარეებმა ყველა ის საკითხი განიხილეს, რომლებიც საქართველოში ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. „რიქსოსის“ გასვლის შემდეგ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ ბაზარზე „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით განაგრძობს ოპერირებას, ახალი მენეჯმენტი კი საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროს მომსახურების გაუმჯობესებაზე იზრუნებს.


Facebook :   / partnershipfund  
Twitter :   / geopartnership  
LinkedIN :   / partnershipfund  
Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1726990

ვიდეოები „საპარტნიორო ფონდი"-ისგან