გამოფენა „მიხეილ ჯავახიშვილის 140 წელი“


ლიტერატურის მუზეუმში ცნობილი ქართველი მწერლის ტრაგიკულ ცხოვრებასა და შემოქმედებას იხსენებენ. მიხეილ ჯავახიშვილის 140 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში მისი უნიკალური ხელნაწერები და ისტორიული ფოტოებია წარმოდგენილი. გამოფენილია ფრაგმენტები საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ცნობილი საზოგადო მოღვაწის მიერ მიცემული სხვადასხვა ინტერვიუდანაც.

„კვაჭი კვაჭანტირაძე“, „ჯაყოს ხიზნები“, „არსენა მარაბდელი“ - ეს იმ ნაწარმოებების არასრული ჩამონათვალია, რაც მიხეილ ჯავახიშვილმა ქართველ მკითხველს დაუტოვა.

ქართული პროზის გამორჩეული წარმომადგენელი 1937 წლის რეპრესიების დროს, 56 წლის ასაკში დახვრიტეს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან