უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
11/28/2021
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, მათი მოკავშირეების მხრიდან რუსული აგრესიის შეკავებას სამი ელემენტი გააჩნია და ოფიციალური კიევი აქტიურად თანამშრომლობს დასავლელ პარტნიორებთან. ამის შესახებ უკრაინელმა დიპლომატმა გერმანულ გამოცემა „ზეიტთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ეს არის ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ სიტყვიერი მხარდაჭერა. ეს არის სამმხრივი შეკავების სტრატეგია. პირველი – აშკარა პოლიტიკური გზავნილი, რომელიც უკვე გაისმა. მეორე – სანქციების სერია, ან სხვა შემზღუდავი ნორმები. მოსკოვმა იცის, რომ დასავლეთი სანქციებს ამზადებს და ორჯერ დაფიქრდება, სანამ ამის ფასის გადახდა მოუწევს. მესამე კი, ეს არის სამხედრო მხარდაჭერა“, – განაცხადა კულებამ. მისივე თქმით, უცხოელი პარტნიორების მიერ უკრაინის არმიის შეიარაღება კონფლიქტის ესკალაციას არ გამოიწვევს. ის აქვე აღნიშნავს, რომ უკრაინამ სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან კონტრაქტები უკვე გააფორმა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.