უამინდობა მაღალმთიან აჭარაში


მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია. შეფერხებებია გზებზე, თუმცა მოძრაობა შეწყვეტილი არ არის. გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, მეორე დღეა ინტენსიურად იწმინდება გზები.
თოვლმა მაღალმთიან სოფლებში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს. „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღდგება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან