მართლმადიდებელი სამყარო მარიამობ...
მართლმადიდებელი სამყარო მარიამობისთვის ემზადება. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა აღევლინება. მარიამობა თორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, რადგან ამ დღეს მაცხოვარი „ყოველთა მიეგება დედას თვისას და თავის სავანეში დაასახლა იგი". ყოვლადწმინდა მარიამი სიონის მთაზე, იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა. იგი სალოცავად ყველაზე ხშირად გოლგოთასა და ზეთისხილის მთას ირჩევდა. ერთხელ ზეთისხილის მთაზე ლოცვისას მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აღსვლის დრო ახლოვდებოდა და რომ ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ აღსრულდებოდა. ღვთისმშობელი მადლობდა და ევედრებოდა უფალს, რომ სხეულიდან განსვლის ჟამს მის თვალებს წყვდიაადის მთავარი და ჯოჯოხეთის საშინელებანი არ ეხილა, რომ მისი სული ღვთაებრივი ხელით თვით უფალს მიეღო. ყოვლადწმინდა მარიამი მიძინებისთვის ემზადებოდა და ითხოვდა მოემზადებინათ სანთლები, საკმეველი და ყოველივე ის, რაც დაკრძალვისთვის აუცილებელი იყო. ხალხი ყოველი მხრიდან მოდიოდა იოანე ღვთისმეტყველის სახლისკენ, როდესაც შეიტყობდნენ, რომ ღვთისმშობელი ზეცაში უნდა ამაღლებულიყო. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ არ მიატოვებდა და ვინც მწუხარებისა და უიმედობისას მიმართავდა, ყველასთვის მსწრაფშემწე იქნებოდა. ღვთისმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან მას სულ ცოტა ხნით მიეძინა და აღსდგა. მან მიიძინა, რათა ნეტარი, მარადიული სიცოცხლისათვის გამოეღვიძა. მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს დაიწყო და ხვალ, 28 აგვისტოს დასრულდება. http://www.odishi.ge/ / odishitv
მსგავსი ვიდეოები
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს...
odishitv
მართლმადიდებელი სამყარო პეტრე-პავლობას აღნიშნავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააღდგომო ლიტურგია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს
Maestro Television
მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ა...
Maestro Television
ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნი...
Maestro Television
სააღდგომო ლიტურგიის პირდაპირი ტრანსლაცია 23 საათზე დაიწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster