ავთო ვარაზის რეტროსპექტიული გამოფენა
1 დეკემბერს, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნის „ავთო ვარაზი" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი მხატვრის მეუღლე ხელოვნებათმცოდნე მანანა ხვთისიაშვილია. გამოცემა აერთიანებს მხატვრის ცხოვრებას და შემოქმედებას და ილუსტრირებულია ავთო ვარაზის ნახატებით. წიგნში ასევე თავმოყრილია ავთო ვარაზის გამონათქვამები, რომელსაც იგი სხვადასხვა პერიოდში ქაღალდის ნაგლეჯზე, სიგარეტის კოლოფებზე, ესკიზების არშიებზე იწერდა. თბილისის სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, იმართება ავთო ვარაზის რეტროსპექტიული გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება 70-მდე ნამუშევარი სამუზეუმო ფონდებიდან თუ კერძო კოლექციებიდან. გამოფენის კურატორია ალექსანდრა(მაცაცო) გაბუნია. თანაკურატორები: ლანა ბაზლიძე, ვერიკო გოცირიძე, თათია თევდორაშვილი, მარიამ მიქაძე (სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია/ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები). ავთო ვარაზი (1926-1977) XX საუკუნის მხატვარია; ის იყო პირველი, ვინც ქართულ მხატვრობაში კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა. მისი ტილოები გაბნეულია მსოფლიოს მუზეუმებში, ასევე დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ქუთაისის, ცაგერის, ამბროლაურის და სენაკის სახვითი ხელოვნების მუზეუმებში. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ავთო ვარაზის რეტროსპექტიული გამოფენა 2013 წლის 1-25 დეკემბერამდე გაიმართება. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. მისამართი: რუსთაველის გამზირი 27 http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
"ტრაექტორია" 03.12.2013
Artareatv
ავთო ვარაზი. ჩანაწერები. Radio Melomen
რადიო მელომანი
ავთო ვარაზის ნამუშევრები რესტავრაციის ლაბორატორიაში
Alexandra Gabunia
#დღისკოდი მოგონებები - ავთო ვარაზი #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავთო ვარაზის გამოფენის დახურვა Piazzolla - adios nonino
GuDzI
#დღისკოდი ავთო ვარაზის შემოქმედება - სტუმარი: გოგი ჩაგელიშვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დღისკოდი ავთო ვარაზის ფენომენი - სტუმარი: ქეთევან კინწურაშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მხატვარ ავთო ვარაზის გამოფენა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზ...
Euronews Georgia