მღრღნელებით შეწუხებული მარტოხელა პენსიონერი საცხოვრებელი ვაგონის შეკეთებას ითხოვს

01/06/2017
R-CSN Georgia-ის მიერ

მარტოხელა პენსიონერი ია ხუციშვილი რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში უკვე 25 წელია ვაგონში ცხოვრობს. ამჟამად კი ვაგონის კედლები იმდენად არის დაზიანებული, რომ მათი ჩამოქცევის საფრთხეა. ამასთან, კედლებს შორის გაჩენილი ნაპრალებიდან, როგორც თავად დიასახლისი ამბობს, მღრღნელები ძვრებიან. ვაგონს არც ნორმალური გადახურვა აქვს და მიწიდან ამოსული ნესტის გამო შეიძლება იატაკიც ჩაინგრეს.
ია ხუციშვილი cso.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მას საკუთარი ოჯახი არ აქვს და პრობლემების მოგვარებაშიც არავინ ეხმარება. იგი სოციალურ დახმარებას - 50 ლარს და კიდევ პენსიას იღებს, რითიც თავი გააქვს. ამჟამად, როგორც თავად ამბობს, ყველაზე მეტად საცხოვრებელი ვაგონის გადახურვა და კედლების გამაგრება სჭირდება.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის - „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრის“ ხელმძღვანელი ნანა სოხაძე მარტოხელა პენსიონერის პრობლემას კარგად იცნობს. იგი მიიჩნევს, რომ ცოტა ადამიანი თუ ცხოვრობს ამბროლაურში ასეთ მძიმე პირობებში.
ვრცლად იხილეთ მასალა cso.ge-ზე: http://www.cso.ge/view.php?type=journ...

მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების - „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრის“ და ფონდ „აფხაზინტერკონტის“ დახმარებით.



აღნიშნული პრობლემით დაინტერესების და დახმარების სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ კონსულტაციისთვის მიმართოთ:

„რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრი“ - ნანა სოხაძე, ტელ: 551 58 62 07

„აფხაზინტერკონტი“ - დავით ვაჩაძე, ტელ: 599 25 93 25

ვიდეოები „R-CSN Georgia"-ისგან