მღრღნელებით შეწუხებული მარტოხელა პენსიონერი საცხოვრებელი ვაგონის შეკეთებას ითხოვს
მარტოხელა პენსიონერი ია ხუციშვილი რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში უკვე 25 წელია ვაგონში ცხოვრობს. ამჟამად კი ვაგონის კედლები იმდენად არის დაზიანებული, რომ მათი ჩამოქცევის საფრთხეა. ამასთან, კედლებს შორის გაჩენილი ნაპრალებიდან, როგორც თავად დიასახლისი ამბობს, მღრღნელები ძვრებიან. ვაგონს არც ნორმალური გადახურვა აქვს და მიწიდან ამოსული ნესტის გამო შეიძლება იატაკიც ჩაინგრეს. ია ხუციშვილი cso.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მას საკუთარი ოჯახი არ აქვს და პრობლემების მოგვარებაშიც არავინ ეხმარება. იგი სოციალურ დახმარებას - 50 ლარს და კიდევ პენსიას იღებს, რითიც თავი გააქვს. ამჟამად, როგორც თავად ამბობს, ყველაზე მეტად საცხოვრებელი ვაგონის გადახურვა და კედლების გამაგრება სჭირდება. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის - „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრის“ ხელმძღვანელი ნანა სოხაძე მარტოხელა პენსიონერის პრობლემას კარგად იცნობს. იგი მიიჩნევს, რომ ცოტა ადამიანი თუ ცხოვრობს ამბროლაურში ასეთ მძიმე პირობებში. ვრცლად იხილეთ მასალა cso.ge-ზე: http://www.cso.ge/view.php?type=journ... მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების - „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრის“ და ფონდ „აფხაზინტერკონტის“ დახმარებით. აღნიშნული პრობლემით დაინტერესების და დახმარების სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ კონსულტაციისთვის მიმართოთ: „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრი“ - ნანა სოხაძე, ტელ: 551 58 62 07 „აფხაზინტერკონტი“ - დავით ვაჩაძე, ტელ: 599 25 93 25
R-CSN Georgia-ის სხვა ვიდეოები
ვენახი სათბურში - იმერელი ფერმერის ინოვაციური ბიზნ...
მუხაესტატეს მაცხოვრებლები შიდა გზების, გაზის და წყ...
02:16
შშმ გოგონას და მცირეწლოვანი ბავშვების ყოფა უმძიმეს...
03:34
ბიზნესმენი ქუთაისში ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ...
43:34
„რეგიონის დროით" -- გადაცემა XV
42:10
„რეგიონის დროით" -- გადაცემა VIII/19/01/2014
42:34
„რეგიონის დროით" --გადაცემა IV _ 15/12/2013
38:32
„რეგიონის დროით" --გადაცემა VI _ 29/12/2013
მსგავსი ვიდეოები
დარეჯან სუმბაძე. 09. მოკლე. სიცოცხლის ღამის სიზმარი. ჩართვა
Dare Sumbadze
მღრღნელები კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მღრღნელების ( თაგვი, ვირთხა და ა.შ.) საწინააღმდეგო ხმოვანი მ...
clean24 დასუფთავების კომპანია / Cleaning company
მღრღნელები კახეთში
ახლობელი მედია
ქვეწარმაველბისა და მღრღნელების მკვეთრი მომრავლების გამო მოსა...
Rioni.TV
ააიპ სპეციალური სერვისები მღრღნელების წინააღმდეგ შეწამვლით ს...
Rioni.TV
ანდრეევკის დასახლებაში მოსახლეობა მღრღნელების მომრავლებას უჩ...
გაზეთი ბოლნისი
ქვეწარმავლები და მღრღნელები ბარცხანის დასახლებაში
TV 25