უკრაინა საომარი მდგომარეობის ზღვარზე


უკრაინაში საომარი მდგომარეობა ცხადდება.

ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ქვეყანა რუსეთთან საომარი მოქმედებების განახლების ზღვარზეა.

ამ დრომდე რუსი მესაზღვრეების ტყვეობაში რჩება სამი უკრაინული ხომალდი, რომლებზეც 24 უკრაინელი მეზღვაური იმყოფება.

მსოფლიო ლიდერების ყურადღება ახლა სწორედ უკრაინისკენაა მიმართული. გაერო-ში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, უკვე დასრულდა ნატო-უკრაინის კომისიის სხდომა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოდესის პორტიდან მარიუპოლისკენ მიმავალ სამ უკრაინულ გემს რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს და კატარღები დააკავეს.

უკრაინულ მხარეს არიან დაჭრილებიც. კიევი მოსკოვს სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს, მოსკოვი კი უკრაინას საზღვრის უკანონოდ კვეთაში და კონფლიქტის პროვოცირებაში სდებს ბრალს. მეტიც, რუსეთის ტონი მუქარანარევია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან