საქველმოქმედო მარათონი „გარბენი უკრაინისთვის“ იმართება

05.06.2022 02:47

კახეთში მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება იმართება. „გარბენი უკრაინისთვის“ - ამ სახელწოდების ქვეშ დღეს ასობით ადამიანი გაერთიანდა. მონაწილეების რეგისტრაციის საფასური მთლიანად მოხმარდება ომით დაზარალებულ უკრაინელებს. ამ დროის მონაცემებით, რეგისტრაცია 2000-მდე ადამიანმა გაიარა. ადგილზე უკრაინელი ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა. გარბენის დისტანცია 8 კილომეტრია და ის სოფელ გრემთან დასრულდება. გამარჯვებულები ქალებისა და მამაკაცების კატეგორიებში გამოვლინდებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო