"მომავლის მწერალი" გამარჯვებულთა დაჯილდოება

06/03/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

2 ივნისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში - კონკურსის „მომავლის მწერალი\" გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას ინიციატივით, კონკურსი „მომავლის მწერალი\" თერთმეტ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ჩატარდა. კონკურსი კულტურის სამინისტროსა და ფონდ „საზოგადოებრივი თანადგომის\" მხარდაჭერითა და ორგანიზებით მოეწყო.
ჟიურიმ ფარული შეფასებით გამოვლინდა 7 ფინალისტი: ნათია გოლეთიანი, ვიქტორ ჯელაძე, ნინო ქუშაშვილი, მარი პატარაშვილი, მარიამ ნინაშვილი, გიორგი ჭინჭარაული, თემურ ზოიძე.
ჟიურის განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურეს: ნათია ციგრიაშვილმა, ომარ ჩხეიძემ, ნინო უგრეხელიძემ და ნინო გვენცაძემ.
7 ფინალისტიდან გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებიც ფულადი პრემიებით დააჯილდოვდნენ:
I ადგილი - ვიქტორ ჯელაძე; ამბროლაურის I საჯარო სკოლა (მე-12 კლასი). გადაეცა ფულადი პრემია 500 ლარი;
II ადგილი - მარი პატარაშვილი; დუშეთის მუნიციპალიტეტის ბულაჩაურის საჯარო სკოლა (მე-11 კლასი). გადაეცა პრემია 400 ლარი;
III ადგილი - გიორგი ჭინჭარაული; დუშეთის I საჯარო სკოლა (მე-11 კლასი). გადაეცა ფულადი ჯილდო 300 ლარი.
ას-ასი ლარი გადაეცა დანარჩენ 4 ფინალისტსაც.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან