დაკავება განზრახ მკვლელობის ბრალდებით

04.07.2020 00:44

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აზერბაიჯანის მოქალაქე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დმანისის მუნიციპალიტეტში, ნაცნობს - 2000 წელს დაბადებულ პირს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, დმანისის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დაკავება განზრახ მკვლელობის ბრალდებით
00:34

დაკავება განზრახ მკვლელობის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაკავება განზრახ მკვლელობის ბრალდებით
00:40

დაკავება განზრახ მკვლელობის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაკავება განზრახ მკვლელობის ბრალდებით
00:26

დაკავება განზრახ მკვლელობის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაკავება განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით
00:23

დაკავება განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაკავება განზრახ მკვლელობის ფაქტზე
00:29

დაკავება განზრახ მკვლელობის ფაქტზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაკავება სარალიძის მკვლელობის ბრალდებით
06:13

დაკავება სარალიძის მკვლელობის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის მომზადების ბრალდებით ირანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა
00:43

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის მომზადების ბრალდებით...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
00:21

პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო