კესარია აბრამიძე დაკრძალეს

22.09.2024 00:26

კესარია აბრამიძე დაკრძალეს. ტრანსგენდერი ქალი უკანასკნელ გზაზე სარიტუალო დარბაზიდან გააცილეს. ადგილზე მივიდა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა ტრაგიკულად მოკლულის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. შეგახსენებთ, კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში მეგობარმა მამაკაცმა მოკლა. მას სხეულის არეში ცივი იარაღით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 26 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: