ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმა

27.11.2021 03:15

ოპოზიციის ნაწილი სამოქმედო გეგმებზე კონსულტაციებს მართავს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ კონსულტაციები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მთავარი საკითხი, რაზეც ოპოზიციის ეს ნაწილი თანხმდება - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაა. კონსულტაციების პროცესში კი გამოიკვეთება მთავარი სამოქმედო გეგმაც. თუმცა მმართველი გუნდის ოპონენტები უკვე ამბობენ, რომ ერთ-ერთ მთავარ ბრძოლის მექანიზმად საპროტესტო აქციები რჩება.

„ლელოში“ აცხადებენ, რომ ისინი გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, როგორც საპროტესტო აქციებს, ისე საპარლამენტო ტრიბუნასაც. „სტრატეგია აღმაშენებელი“ კი საკუთარ 7-პუნქტიან სამოქმედო გეგმას მიჰყვება.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ ჩატარდება. ოპოზიციის მთავარი მიზანი კი მათი თქმით, დესტაბილიზაცია და ქაოსია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine