თელავის მერი პლატონ კალმახელიძე გახდა


კახეთის სამ რაიონში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია. თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მონაწილეების 70 %-მა ხმა მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს, პლატონ კალმახელიძეს მისცა. 30% აქვს „ნაციონალური მოძრაობის\" კანდიდატს, ლექსო ძულიაშვილს. რაც შეეხება გამგებლებს, ახმეტაში, თელავსა და ყვარელში \"ქართული ოცნების\" კანდიდატები ლიდერობენ. თელავის ახლადარჩეული მერი მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და სამომავლო გეგმებზე მუშაობის დაწყებას უახლოეს დღეებში აპირებს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1mCSaJj

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან