ომის 156-ე დღე უკრაინაში


უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართავს.
ოფიციალური კიევი ოკუპანტ ქვეყანას მორიგ სამხედრო დანაშაულში სდებს ბრალს. კიევში აცხადებენ, რომ რუსეთის არმიამ განზრახ მიიტანა დარტყმა კოლონაზე, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ. დაღუპულია 50-ზე მეტი ადამიანი. უკრაინაში ამტკიცებენ, რომ რუსეთი ამ გზით დანაშაულების კვალის დამალვას ცდილობს. თავის მხრივ მოსკოვში აცხადებენ, რომ ციხე თავად კიევმა დაბომბა. არ არის გამორიცხული, მომხდართან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს. დღესვე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში ჩავიდა, საიდანაც უკრაინული ხორბლის ექსპორტი ომის შემდეგ პირველად უნდა განახლდეს.
ომის 156 დღე ლევან ახალაიას სიუჟეტში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან