საბერძნეთი-საქართველო პირველ არხზე

31.03.2021

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები დღეს, საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი სალონიკში, „ტუმბა არენაზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. „კოვიდ-19“-ის რეგულაციების გამო, შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე შეხვედრას მართავს. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა წინა ორი მატჩი მინიმალური სხვაობით დათმო – შვედეთთან 0:1 და ესპანეთთან 1:2. საბერძნეთმა კი ჯერ მხოლოდ ერთხელ ითამაშა და ესპანეთთან ფრეს მიაღწია -1:1. დღევანდელ დაპირისპირებაზე საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო