ჰელმანდის პროვინციაში დაღუპული თეიმურაზ ორთავიძე

07.06.2013 01:23

6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ტრაგიკულად დაღუპული 7 ქართველი ჯარისკაციდან ერთ-ერთი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის მცხოვრები, 24 წლის, კაპრალი თეიმურაზ ორთავიძეა. მას მეუღლე და მშობლები დარჩა. სამხედროს სამშობლოში, სავარაუდოდ, 4 დღეში გადმოასვენებენ. შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. აფეთქებას 7 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაიჭრა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/13qsWm5

გაზიარება: