ბუტა რობაქიძის საქმე


დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
დღევანდელ სხდომაზე ვიდეო და სამედიცინო ექსპერტებს მოუსმინეს. ვიდეოქსპერტმა, რომელმაც საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, ვიდეოჩანაწერი შეისწავლა, აღნიშნა რომ ფირზე რამდენიმე წყვეტა ფიქსირდება, თუმცა, მას არ შეუძლია დაბეჯითებით თქვას, არის თუ არა ეს წყვეტა მონტაჟის შედეგი. სახელმწიფო ბრალდება კი ამტკიცებს, რომ ფირი დამონტაჟებულია.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოძიება ბუტა რობაქიძის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას, მათ შორის ადგილზე გადაღებული ვიდეომასალის გაყალბებასა და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან