© - https://mtisambebi.ge/ - სპეციალური რეპორტაჟი გადაღებულია ჭიათურის სოფლებში - რგანში, მღვიმევში, თაბაგრებში, შუქრუთში, რომლებიც ყველაზე მეტადაა დაზარალებული „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მანგანუმის მოპოვებით. კომპანიას წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 2046 წლამდე აქვს, 16 430 ჰექტარზე. 2013-2017 წლებში გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო „ჯორჯიან მანგანეზს“ 416 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოების შემდეგ, ჯარიმები გაუუქმეს. კომპანიის ყოველწლიური შემოსავალი და მოგება ასობით მილიონი დოლარია. ჭიათურაში 3443 ოჯახი კი ღატაკებისთვის განკუთვნილ საარსებო შემწეობას იღებს, რაც მოსახლეობის 30.9 %-ია.