საიუბილეო კრებული „კრიტიკა ცისკარში“


კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საიუბილეო კრებული „კრიტიკა ცისკარში“ გამოიცა.  
24 იანვარს მწერალთა სახლში გაიმართა პრეზენტაცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ჟურნალ „ცისკრის“ 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულისა „კრიტიკა ცისკარში“, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. კრებულში თავმოყრილია ჟურნალ „ცისკარში“ 1957-1980 წლებში გამოქვეყნებული მნიშვნელოვანი კრიტიკულ-ესეისტური წერილები. ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. გამოცემა ქართული კულტურის მნიშვნელოვანი შენაძენია, რომელიც ხელს შეუწყობს ლიტერატურის ისეთი მნიშვნელოვანი დარგის განვითარებას, როგორიც არის ლიტერატურული კრიტიკა. გარდა საიუბილეო კრებულისა, საქართველოს კულტურის სამინისტრო ლიტერატურული პროცესების წახალისებისა და პერიოდული ლიტერატურული გამოცემების ხელშეწყობის მიზნით, ჟურნალ „ცისკრის“ გამოცემასაც აფინანსებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან