ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ 150 წლისაა

08/07/2014
Bank Republic-ის მიერ

„სოსიეტე ჟენერალი“ 1864 წელს, საფრანგეთის ეკონომიკის განვითარების მიზნით შეიქმნა. მას შემდეგ, უკვე 150 წელია, ჯგუფი გამოირჩევა ნოვატორობით, მწარმოებლური სულისკვეთებით, საქმიანობის განვითარებით და კლიენტთა მომსახურებით. ადრეული პერიოდიდანვე, „სოსიეტე ჟენერალის“ ფოკუსი ინვესტიციები და ეკონომიკური განვითარება იყო. მისი ხელშეწყობით შეიქმნა საფრანგეთის წამყვანი ინდუსტრიული და ეკონომიკური ჯგუფები. მისი მეშვეობით დაფინანსდა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს სიმბოლოებად იქცა: პარიზის მეტროპოლიტენი, საფრანგეთის და საერთაშორისო სარკინიგზო ხაზები, პანამის არხი, სუეცის არხი და ეიფელის კოშკი.

დღეს „სოსიეტე ჟენერალი“ გლობალური, სოლიდური, უნივერსალური ბანკია, რომელიც დაუღალავად იშრომებს კლიენტებთან ნდობაზე დამყარებული პარტნიორობის შენარჩუნებისთვისა და განვითარებისთვის.

http://br.ge/150

ვიდეოები „Bank Republic"-ისგან