ბეჟან შველიძის საიუბილეო კატალოგის პრეზენტაცია

08.10.2015 02:15

7 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროში მხატვარ ბეჟან შველიძის საიუბილეო კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მხატვარი ბეჟან შველიძე და კატალოგზე მომუშავე საორგანიზაციო ჯგუფის წევრები გაუძღვნენ. ისტორიული ფოტომასალით მდიდარ კატალოგში, მკითხველი და დამთვალიერებელი მხატვრის შემოქმედებას გაეცნობა. ორენოვან ალმბომში, შესულია ბეჟან შველიძის 1960-იანი წლებიდან დღემდე შესრულებული ნახატები და კვლევითი მასალა ხელოვანის შემოქმედების შესახებ. ტექსტის ავტორია ფილოსოფოსი დავით ანდრიაძე; ფოტოგადაღება და დიზაინი ირინა აბჟანდაძეს ეკუთვნის. ბეჟან შველიძე 60-იანი წლების ქართული ფერწერული სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელიც საკუთარ ნამუშევრებში იმდროინდელ ყოველდღიურ ყოფას აღწერს. მხატვარი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. იგი დღემდე საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, ასევე საქართველოს დამსახურებული მხატვარი და მხატვართა კავშირის პრემიის ლაურეატია. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის „ტრეტიაკოვის“ გალერეასა და ბერლინის ჰილგემანის კერძო კოლექციებში. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: