თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენმდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

19.12.2023 01:27

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხავიერ კოლომინას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალეს. თავდაცვის მინისტრმა ხავიერ კოლომინას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის მიზნით, თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი გააცნო. ხავიერ კოლომინამ საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე გაიმართება ბრიფინგი მედიისთვის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდლობის შეხვედრას დაესწრო
01:23

თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდლობის შე...

PalitraNews

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს ესწრება
03:30

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს...

თავდაცვის სამინისტრო

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი
08:39

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნატო-საქართველოს სწავლება 2019 აქტიურ ფაზაშია
04:58

ნატო-საქართველოს სწავლება 2019 აქტიურ ფაზაშია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს
01:05

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თავდაცვის მინისტრი მუხროვანის ბაზაზე
00:53

თავდაცვის მინისტრი მუხროვანის ბაზაზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ნატო-ს ბაზების განთავსება აუცილებელია
00:23

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ნატო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან
01:27

შეხვედრა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო