ნიკო ფიროსმანის ნახატებს რესტავრაცია ჩაუტარდება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და თიბისი ბანკის დაფინანსებით, „ფიროსმანის აღდგენის“ მასშტაბური პროექტი იწყება. პროექტის პირველ ეტაპზე რესტავრაცია, ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაში დაცულ ორი ნამუშევარს - „თამარ მეფესა“ და „შოთა რუსთაველს“ ჩაუტარდება. 28 სექტემბერს, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის თბილისის მუზეუმში (ფიროსმანის ქ.28) აღნიშნული ნამუშევრები რამდენიმე საათით გამოიფინა, შემოწმდა მათი მდგომარეობა და ეროვნულ მუზეუმში გადაიგზავნა. სურათებს რესტავრაციას შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო სახელოსნოს სპეციალისტები - ნანა მანაგაძე და ეველინა კარსელი ჩაუტარებენ. რესტავრაციის პროცესი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც, რესტავრირებული ორივე ნამუშევარი თიბისი გალერეაში (მარჯანიშვილის 7), მირზაანის ფონდში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის სრულ კოლექციასთან ერთად გამოიფინება. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
სიახლეები - ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატებს რესტავრაცია ჩაუტარ...
Artareatv
ფიროსმანი ბეილერის ფონდში გამოიფინება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკო ფიროსმანის სახელობის მუზეუმში ქართველი მხატვრის ეთერ ყი...
TV IMEDI
ნიკო ფიროსმანის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები თომა ჩაგელიშვილ...
anita todua
Art Room - ნიკო ფიროსმანის ბიოგრაბია
Art Room
ნონკონფორმისტი მხატვრების გამოფენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფიროსმანის გაცოცხლებული ნახატები
Saba Aslamazashvili
ნიკო ფიროსმანი-ნახატები
natia uchava