დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადება
მოსამართლეების ქონება და ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე, ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებები განხილვის მთავარი საკითხია დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეკრებაზე. სხდომის დაწყებამდე საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა, დოლიძესა და ჯანეზაშვილს საკუთარი შეფასებებისთვის ახსნა-განმარტება მოსთხოვა. გვრიტიშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემისა და ცალკეული მოსამართლეების დისკრედიტაციის მიზნით მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია. მისივე თქმით, ამ სიუჟეტის საფუძველზე საზოგადოებამ საბჭოს წევრთა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო შეფასებები მოისმინა. საუბარია არამოსამართლე წევრებზე. ნაზი ჯანეზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სასამართლო ხელისუფლება გახრწნის პირას არის. ანა დოლიძე კი აცხადებს, რომ მოსამართლეების ქონების საკითხზე პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია. სხდომას ესწრებიან ის მოსამართლეებიც, რომელთა ქონებაც დავის საგანი გახდა. მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა საბჭოს წევრებს დღეს მისი ფინანსური ვალდებულებების დოკუმენტაცია წარმოადგინა. მოსამართლე ამბობს, რომ აღნიშნული დოკუმენტაციით ნათლად დასტურდება მის საკუთრებაში არსებული ქონების წარმომავლობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადება
TV IMEDI
ნიკა გვარამიას საქმე
TV IMEDI
„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არამოსამართლე წევრების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თეა წულუკიანის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუსტიციის საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანა დოლიძის სარჩელი დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ არცერთი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster