ჩეხეთი-საქართველო პირველ არხზე
დღეს დიდი სანაკრებო ფეხბურთია - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ოლო-მოუცში ერთა ლიგის B პირველი ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ვილი სანიოლის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა, რომელშიც 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მათ შორის იყო ლაშა დვალი, რომელმაც უკრაინასთან ბათუმის შეხვედრა ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა. ჩეხეთის ნაკრებს კი კაპიტანი, „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველი ტომას სოუჩეკი და პრაღის „სლავიას“ ფორვარდი, ტომას ჰორი ვერ დაეხმარებიან. მატჩის გამარჯვებული ელიტარულ A დივიზიონში დაწინაურდება. ბოლო ტურამდე ჩეხეთი სატურნირო ცხრილში 8 ქულით პირველზეა და საქართველოს ნაკრებს ერთი ქულით ასწრებს. ჩეხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველო-ჩეხეთი პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ალბანეთი-საქართველო - პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო - მონტენეგრო - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
5 უძველესი არტეფაქტი საქართველოდან, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
bii hehe
ევროპული თავგადასავალი | LIVE ჰამბურგიდნ
მთავარია თურქეთს გავცდეთ | ევროპული თავგადასავალი გრძელდება!...
პა-სპორტული ამბები | ევროპული თავგადასავალი 🚐 ვლოგი #2