გიორგი შაქარაშვილის საქმე


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე  იმსჯელებს ხვალ სასამართლო. იმის გამო, რომ ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაკავებული 17 პირიდან, არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, ხვალ სრულწლოვანი პირების აღკვეთის საკითხზე იმსჯელებენ, არასრულწლოვნების პროცესი კი, 31 ივლისს არის ჩანიშნული. ბრალდებულების ადვოკატების ნაწილს არა აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ არასაპატიმრო ღონისძიებას გამოიყენებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც დააყენებენ გირაოს გამოყენების შუამდგომლობას.

რაც შეეხება დაზარალებულ მხარეს, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს, აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა კვლავ ძალაში დარჩეს, რადგან ბრალდებულები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და არსებობს მათი მიმალვის საფრთხე. ოჯახი კიდევ ერთხელ მოითხოვს, რომ  „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მსხდომ პირებს, ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინოთ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან