ოპოზიციური პარტიები არჩილ თალაკვაძეს მიმართავენ
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართავენ, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში შემავალი პარტიების რაოდენობა გაიზარდოს. როგორც გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, ცვლილების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც მმართველმა პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მზაობა გამოთქვა. „იმის გათვალისწინებით, რომ მმართველმა პარტიამ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა და ფორმალური პრეზენტაციის სახით წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მოიცავს ბუნებრივ ბარიერს და ამით დააფიქსირა საკუთარი მოლოდინი, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით ბუნებრივი ბარიერის პირობებში, არსებითად იზრდება იმ პარტიათა ჩამონათვალი, რომლებიც უნდა შევიდეს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ, აუცილებელია, მოხდეს აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა გაფართოება რათა უზრუნველყოფილ იქნას ჯგუფის ინკლუზიურობა მომდევნო შეხვედრამდე (8-10 ივლისი). ველით თქვენს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უმოკლეს ვადაში,“ - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც 15 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მოთხოვნას პასუხობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ღამის კურიერი - არჩევნები 2020 – სპეციალური გამოშვება - 1 ნ...
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას პასუხობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართული დელეგაცია უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვები გრძე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის მედიაცია პოლიტიკური დიალოგისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster