საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში - „მოამბე“ სტამბოლიდან


საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში - ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოქალაქეებს დილის 8 საათიდან საღამოს 17 საათამდე შეეძლოთ. მთავრობის მეთაურობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. მის მთავარ ოპონენტად, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი - ქემალ ქილიჩდაროღლუ მოიაზრება. საპარლამენტო არჩევნებში კი, 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. პარტიების ნაწილი არჩევნებში კოალიციებით არის წარმოდგენილი.

რა გარემოში ჩატარდა ხმის მიცემის პროცესი? - არჩევნებს აშუქებს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი, ლევან ახალაია და პაატა ჯორჯიაშვილი პირდაპირ ეთერში სტამბოლიდან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან