„შინ ევროპისკენ“ - ამ სახელწოდების აქცია თბილისში პარლამენტის შენობასთან დღეს გაიმართება
„შინ ევროპისკენ“ – ამ სახელწოდების აქცია თბილისში, პარლამენტის შენობასთან დღეს გაიმართება. აქციის ორგანიზატორია ორგანიზაცია „სირცხვილია“. აქციას ოპოზიციის ნაწილიც უერთდება. დეპუტატების თქმით, შეკრების მიზანია ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, იყვნენ ევროპის ნაწილი. მოძრაობა „სირცხვილია“ დღევანდელ შეკრებაზე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებსა და წარმომადგენლებსაც იწვევს. თბილისის გარდა, ამავე მიზნით მოქალაქეთა შეკრებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ დაანონსებული შეკრება მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანასა და რეალურად ოპოზიციის ნაწილს დესტრუქციული გეგმების განხორციელება სურს. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ აქციის მონაწილეებმა კანონის ფარგლებში იმოქმედონ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აქცია პარლამენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ რუსთაველის მოედანზე დღეს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„შინ ევროპისკენ“- მზადება აქციისთვის რუსთაველზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„შინ ევროპისკენ“ - აქცია პარლამენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„შინ ევროპისკენ“ - აქცია რუსთაველზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„შინ ევროპისკენ“ - აქცია ევროპული მომავლის მხარდასაჭერად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„შინ ევროპისკენ“ - აქცია რუსთაველის გამზირზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster