XI საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“
6 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, XI საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ გაიხსნა. ჯ. ვერდის ოპერა „დონ კარლოსი“ კომპოზიტორის გარდაცვალებდან 115 და ოპერის შექმნიდან 150 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცნობილი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი, ჯაკომო პრესტია (იტალია), ჯუზეპე ჯიპალი (იტალია), ანდრეა ბორგინი (იტალია), რამაზ ჩიკვილაძე, ქეთევან ქემოკლიძე, თეონა დვალი, გიორგი გოდერძიშვილი, თბილისის ოპერის გუნდი და ორკესტრი, ქორმაისტერები: ავთანდილ ჩხენკელი, შალვა შაორშაძე, დირიჟორი ხოსე ლუის გომესი (ესპანეთი). წელს ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ პროექტის “Check in Georgia” ფარგლებში ტარდება და საინტერესო პროგრამით გამოირჩევა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია. ფესტივალის დასკვნითი საღამო, 9 ივნისს, ამაღლების დღესასწაულზე, ბათუმში გაიმართება. ფესტივალის პროგრამა იხილეთ ბმულზე ► http://www.easterfestival.ge/ http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
XI საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“
culturegovge culturegovge
„ღამის სერენადები 2019“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის საგუნდო მუსიკის XI საერთაშორისო ფესტივალი
TV IMEDI
რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამუსიკო მიმართულ...
TV IMEDI
ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში
კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი
„რეგიონის დროით" -- გადაცემა XI
R-CSN Georgia
სააკაშვილს უკრაინაში საბიუჯეტო თანხების და ქონების მითვისებ...
TV IMEDI
XI საჯარო სკოლის ბანკეტი 2018
MANJGA