ოთო ნემსაძემ ექსპო თელ-ავივის სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარა

05.05.2019 00:39

2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელმა, ოთო ნემსაძემ ექსპო თელ-ავივის სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარა. ოთო ნემსაძე ამ წუთებში მედიის წარმომადგენლებს ხვდება, საღამოს კი, საქართველოს საელჩოსა და თელ-ავივის მერიის ორგანიზებით ჩანიშნულ შეხვედრას დაესწრება, სადაც გულშემატკივრებს შეხვდება. ოთო ნემსაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 14 მაისს, მეთერთმეტე ნომრად იმღერებს. ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია 14, 16 და18 მაისს, 23:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის ეთერში განხორციელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო