შოვის ტრაგედიის გარშემო პოლიტიკური ვნებათაღელვა და ურთიერთბრალდებები დღეს კიდევ უფრო გამწვავდა
შოვის ტრაგედიის გარშემო პოლიტიკური ვნებათაღელვა და ურთიერთბრალდებები დღეს კიდევ უფრო გამწვავდა. მმართველი პარტიის თავმჯდომარის დღვანდელი განცხადების შემდეგ, ოპოზიცია ხელისუფლებას სტიქიის მსხვერპლთა ოჯახებზე და გადარჩენილებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციაა, რომ ღვარცოფული მასის ეპიცენტრში მოყოლილთა გადარჩენა შეუძლებელი იყო, განაპირა ადგილებში კი, სადაც ტალახი ერთ მეტრს არ სცილდებოდა, ყველას გამოყვანა მოახერხეს. დააგვიანა თუ არა ხელისუფლებამ რეაგირება და რატომ არ გამოიყენეს მეწყერის ჩამოწოლის პირველ ღამეს ვერტმფრენები - ამ კითხვას ხელისუფლება პოლიტიკურ სპეკულაციად მიიჩნევს და განმარტავს, რომ დაღამებამდე ვერტმფრენებით სტიქიის ზონის შემოწმება სრულად მოხდა, ღამით კი უფრო ეფექტიანი ხედვის სისტემით აღჭურვილი დრონების გამოყენების გამო, ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება აღარ არსებობდა. განმარტება მიუღებელია ოპონენტებისთვის. შოვის ტრაგედიის მიზეზების დასადგენად და რეაგირების საკითხის შესასწავლად, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ოპოზიციის დღის წესრიგში კიდევ უფრო აქტიურდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თავის დრო #32 - შოვის ტრაგედია, სტიქიური მოვლენები, გეოლოგია...
თავის დრო
შოვის ტრაგედიის ჩაფარცხვა, ფარცხალაძის დაცვა - ამ წინადადება...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
შოვის ტრაგედიის მძიმე შედეგები | თბილისში დღეს დუდაშვილების...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
შოვის ტრაგედიის გამოძიება
Formula News
ღამის კომენტარი — 11 აგვისტო
დასკვნა შოვის ტრაგედიის მიზეზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დასკვნა: შოვის ტრაგედიის ზონიდან 26 ჰექტარი ტერიტორიის რადიუ...
ტვ პირველი • TV Pirveli
პასუხგაუცემელი კითხვები შოვის ტრაგედიის საქმეში | რა ეტაპზეა...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi