სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საგენტოს წარმომადგენელები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში იმყოფებოდნენ. მათ ადგილზე მეცხოველეობის ფერმა დაათვალიერეს და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. აღნიშნული მეურნეობა შპს„აგროტეკი\" შეღავათიანი აგროკრედიტის საშუალებით შეიქმნა. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის\" ფარგლებში „ლიბერთი ბანკიდან\" აღებული 185 ათასი აშშ დოლარის სესხით კომპანიამ 50 სული ძროხა და თანამედროვე პოლონური საწველი სისტემა შეიძინა. „აგროტეკი\" დღეში დაახლოებით 1 ტონამდე რძის მიღებას ვარაუდობს, რომლის რეალიზებას შიდა ბაზარზე გეგმავს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/123NvHM
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/123NvHM