შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია „არა მილიციას“ გაიმართა. აქციაზე აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს. პოლიციელების მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად, ნატა ფერაძემ უწყების წინ სტიკერებს დაკვრა გააგრძელა. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქცია პარტია „დროას“ წევრებმა, „ლელოს“ ახალგაზრდული ფრთისა და „გირჩის“ წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გამართეს. შეკრებილებმა მეტროსადგურში პოლიციელის მიერ არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ფაქტი არა ერთ შემთხვევაზე, არამედ სისტემაში არსებულ პრობლემაზე მიუთითებს. საპროტესტო აქცია დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთანაც გაიმართა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.