საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი


საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ესპანეთში სამუშაო ვიზიტს იწყებს. დავით ზალკალიანი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში მიიღებს მონაწილობას, სადაც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურა უნდა შეარჩიონ. აღსანიშნავია, რომ საქართველომ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელახალი ვადით წარადგინა,მოქმედი თავმჯდომარე, საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი. ღონისძიებას, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 35 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი დაესწრება. ამასთან, ზალკალიანი ესპანელ კოლეგასაც შეხვდება. საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტს 20 იანვარს დაასრულებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან