ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება


როგორ აგროვებდა ფინანსებს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს ირაკლი ოქრუაშვილი. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ამის შესახებ სხვადასხვა ტელეგადაცემაში საუბრობს. ბოლო კომენტარები მან გუშინ გააკეთა.

„შევარდნაძის მაღალჩინოსნებიდან დაწყებული რიგითი წვრილფეხობით, ჩინოვნიკებით დამთავრებული რიგები მედგა, თუმცა სახელისუფლებო ბერკეტები ფულის მოსაზიდად არ მჭირდებოდა“,- ამბობს ოქრუაშვილი და დასძენს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსების მომგროვებელი იყო. ოქრუაშვილმა ფინანსების მოზიდვის ნაწილში კიდევ ერთხელ ილაპარაკა „რუსთავი 2“-ში გადახდილ თანხაზე და აღნიშნა, რომ თანხა სწორედ მან მოიზიდა.

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებს, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი მიიჩნევს აღიარებად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ბიზნესზე ხორციელდებოდა რეკეტი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან