ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური - შეფასება და რეკომენდაციები
11/01/2021
20 ქალაქიდან ოპოზიციონერი მერი მხოლოდ წალენჯიხას ეყოლება.
24 მუნიციპალიტეტში მაჟორიტარული არჩევნების შედეგები ასეთია: 27 ოლქში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, დანარჩენ ოლქებში კი ოპოზიციის კანდიდატებმა მოიგეს. მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა ზუგდიდის, წალენჯიხის, მარტვილის, ჩხოროწყუს, რუსთავის და ბათუმის საკრებულოებში. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებს ხელისუფლება და ოპოზიცია ამჯერადაც სხვადასხვანაირად კითხულობს. პირველი ტურის მსგავსად, ეუთო-ოდირის მისია, ევროპარლამენტარების დელეგაცია და ამერიკის საელჩო არჩევნების დღეს კარგად ორგანიზებულად აფასებენ, თუმცა ამჯერადაც აქცენტი კეთდება წინასაარჩევნოდ გაზრდილ პოლარიზაციაზე, გამწვავებულ რიტორიკაზე, ასევე ამომრჩევლებზე ზეწოლა-დაშინება-მოსყიდვის შესახებ ბრალდებებზე და არათანაბარ რესურსებზე. საერთაშორისო მისიების მთავარი გზავნილი ხელისუფლების მიერ ძველი და ახალი რეკომენდაციების გაზიარებაა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.