COVID 19-ის გავრცელება მსოფლიოში


კოვიდ-19 -ის პანდემიის მესამე ტალღა პიკშია ევროპაში.

ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი და იტალიაა. რამდენიმე ქვეყანაში ვირუსის სწრაფად გავრცელების შესაკავებლად საკარანტინო რეჟიმს ხელახლა აწესებენ. გადატვირთულია საავადმყოფოებიც. პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, რომლის ტემპები საგრძნობლად ჩქარდება. იტალიაში, რომელიც პანდემიის პირველმა და მეორე ტალღებმა სერიოზულად დააზარალა, სამედიცინო პერსონალისთვის იმუნიზაცია სავალდებულო ხდება. უარის თქმის შემთხვევაში სამედიცინო მუშაკებს საქმიანობის უფლება შეუჩერდებათ და ანაზღაურებასაც ვერ მიიღებენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან