საპილოტე პროგრამა

27.02.2019 01:01

ახალი სკოლის მოდელის საპილოტე პროექტში მონაწილე 50 სკოლის პედაგოგთა მხარდამჭერი ექსპერტების მომზადება დაიწყო. ექსპერტები პირველი-მეოთხე კლასების პედაგოგებთან იმუშავებენ და დაეხმარებიან სკოლებს სასკოლო კლიმატისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. მხარდამჭერი ჯგუფების წევრების ტრენინგებს უძღვებიან საქართველოს განათლების სამინისტროს ექსპერტები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერები. ტრენინგების დასრულების შემდგომ, ეტაპობრივად, მხარდამჭერი ჯგუფები მუშაობას მათთვის შერჩეულ სკოლებში განაგრძობენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: