ვაზიანის დასახლებაში არსებული პრობლემები

04.09.2019 07:29

უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება ვაზიანის დასახლების ბინადრებს. ანტისანიტარია, დანგრეული ინფრასტრუქტურა, სასმელი წყლის დეფიციტი, ავარიული შენობები, - ეს დასახლებაში არსებული პრობლემების არასრული ჩამონათვალია. საფრთხეების მიუხედავად, ერთ-ერთ ავარიულ კორპუსში სოციალურად დაუცველი რამდენიმე ოჯახი შესახლდა და სიცოცხლის რისკის ფასად ცხოვრობს. წლიდან წლამდე ჩვენს გადამღებ ჯგუფს დასახლებაში ძირითადად ერთი და იგივე სურათი ხვდება. „მოამბე“ დაინტერესდა, გათვალისწინებულია თუ არა პრობლემების მოგვარება 2020 წლის ბიუჯეტში.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: