ვაქცინაციის ეროვნული გეგმა

09.02.2021 04:26

15-დან 25 თებერვლამდე პერიოდში საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინის პირველ ლიმიტირებულ დოზას მიიღებს.

უკვე დაწყებულია სამედიცინო პერსონალის 70 000 წარმომადგენლიდან რისკ-ჯგუფის შერჩევა. კრიტერიუმია კოვიდ-ინფიცირებულებთან კონტაქტი და თანმხლები ქრონიკული დაავადებები. პირველი ეტაპისთვის შერჩეულ 15 000-მდე სამედიცინო მუშაკს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, შესაბამის სამედიცინო კლინიკებში აცრიან, რისთვისაც სამკაციანი 40-მდე ბრიგადა იმუშავებს. ვაქცინაციის მეორე და მესამე ეტაპი მარტში იგეგმება. თუმცა ვადები დაგვიანებულია ოპოზიციის ნაწილისთვის, რომელიც ფიქრობს, რომ მთავრობამ ვაქცინების შემოტანაზე დროულად არ იზრუნა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine